ფეხბურთი

12:19 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი მანჩესტერში რჩება

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა მცველ ვენსან კომპანის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. Tribal Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ფეხბურთელი კლუბთან თანამშრომლობას კიდევ 6 წლით გააგრძელებს და ყოველკვირეულად ხელფასის სახით 200 ათას გირვანქას მიიღებს.

ექვსი წლის განმავლობაში ბელგიელი ნახევარმცველი ბონუსების გაუთვალისწინებლად დაახლოებით 65 მილიონს გამოიმუშავებს.

ვენსან კომპანი “მანჩესტერ სიტის” ღირსებას 2008 წლიდან იცავს.

0.118022