ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” მცველი ვენსან კომპანი, დიდი ალბათობით, კლუბისა და ნაკრების უახლოეს თამაშებს გამოტოვებს.
27 წლის ფეხბურთელი, შაბათს “ევერტონთან” 3:1 მოგებულ მატჩში დაშავდა და 35-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა.
The Guardian-ის ცნობით, ექიმებმა კომპანის გამოკვლევა ჩაუტარეს, საზარდულის დაზიანება აღმოუჩინეს და წინასწარი დასკვნა დადეს. უახლოეს პერიოდში, ფეხბურთელს უკვე სრულფასოვან გამოკვლევას ჩაუტარებენ და ტრავმის სიმძიმე და დაბრუნების ზუსტი ვადებიც მას შემდეგ გახდება ცნობილი.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში, კომპანიმ საზარდულის ტრავმის გამო უკვე გამოტოვა პრემიერლიგის სამი მატჩში. ამჯერად მისი დაბრუნების ზუსტი ვადები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.