ფეხბურთი

12:36 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი “ჩელსისთვის” მზადაა

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა ვენსან კომპანიმ ტრავმა სრულად მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. Guardian-ის ცნობით, ბელგიელი ლონდონის “ჩელსისთან” ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩში თამაშს შეძლებს.
კომპანიმ კოჭის ტრავმა იანვრის ბოლოს მიიღო და მას შემდეგ უქმობდა. სადღეისოდ, მცველი სრულფასოვნად ვარჯიშობს და ტკივილი აღარ აწუხებს.
ცნობისათვის, “სიტი” “ჩელსის” კვირას დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, კომპანი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

0.120352