მსოფლიოში სახელგანთქმული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ლეგენდარული “კიჭა“ – ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო, ახალ ამპლუაში მოევლინება თავის გულშემატკივრებს.
ამ ზაფხულს, იგი კომენტატორის როლს მოირგებს და ერთ-ერთ ბრაზილიურ ტელეარხზე კონფედერაციის თასის მატჩებს გაუძღვება.
თუ კი “კიჭა“ კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, მას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში არაერთი ცნობილი ტელეარხი შესთავაზებს სამუშაოს. მსოფლიო ჩემპიონატი ხომ რონალდოს გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია!