ფოთის “კოლხეთმა” რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის, მორიგი მატჩი ჩაატარა ოზურგეთში “ჩხერიმელას” წინააღმდეგ.
მატჩი “კოლხეთის” სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი ანგარიშით 4-0 იმარჯვეს ფოთელებმა.
ანგარიში გუნდის ახაწვეულმა თემურ ფარულავამ გახსნა, დანარჩენი სამი გოლი კი კრასოვსკიმ, კვანტალიანმა და სარსანიამ გაიტანეს.
“კოლხეთი” ამ გამარჯვებით პირველ ადგილზე გადავიდა პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში და 2 ქულით უსწრებს ქობულეთის “შუქურას”, თუმცა “შუქურას” ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.
ედემი ელერჯია