ფეხბურთი

16:40 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” 3 ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფოთის “კოლხეთმა” სამი ფეხბურთელი დაიმატა: შოთა ჯიქია, ზურაბ თევზაძე და თედო კაკულია.  

29 წლის თავდამსხმელი ჯიქია, 2010-2014 წლებში სომხეთში თამაშობდა – ჯერ “ულისში”, შემდეგ “განძასარში”.

20 წლის მცველმა თედო კაკულიამ განვლილი სეზონი რუსთავის “მეტალურგში” გაატარა.

ასევე, 20 წლისაა უკანახაზელი ზურაბ თევზაძე, რომელიც აქამდე თბილისის “დინამოში” ირიცხებოდა.

0.121622