ფეხბურთი

12:14 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთი” მზადებას განაგრძობს

ჩვენი ფოთელი კოლეგის, გია ეჯიბიას ცნობით, ორი შემადგენლობით მოასპარეზე ,,კოლხეთმა” შინ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც მისი მეტოქე ხელვაჩაურის ,,მაჭახელა” იყო. შეხვედრა ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:1. ანგარიში მე-9 წუთზე საჯარიმო დარტყმით ფოთელთა ახალწვეულმა ჯანელიძემ გახსნა, 4 წუთში კიდევ ერთმა დებიუტანტმა ქანთარიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. 33-ე წუთზე სტუმრებმა ლაბაძის წყალობით ერთი გოლი გაქვითეს, 87-ეზე კი გულუამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 10 აგვისტოს ფოთელები წინასასეზონო 12-დღიან შეკრებაზე დუშეთში გაემგზავრებიან.

 

I ტაიმი:

ძაგანია, წაბრია, კილასონია, ჩადუნელი, კაკულია, გოგონაია, ჭედია, ჯანელიძე, ლემონჯავა, რუსია, ქანთარია.

შეცვლაზე შევიდნენ: მაღრაძე, ბარამიძე, ცხვიტარია, კრასოვსკი, ქორჩილავა, ხოშტარია, მოისწრაფიშვილი, ლორია, გაბუნია, გულუა, სარსანია, ბეჩეხია.

 

 

0.118764