რამდენიმე დღის წინ, დიდი კოლუმბიელი მწერალი, გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა. მარკესი, ეს იყო არამხოლოდ კოლუმბიის, არამედ სრულიად ლათინური ამერიკის უკვდავი სული, რომელიც აცოცხლებდა ამ საოცარი კონტინენტის ლიტერატურულ ცხოვრებას და რომელიც იყო ჭეშმარიტი წინამძღოლი ესპანურენოვანი ლიტერატურისა. ასეთი ხალხი როდესაც კვდება, ყველაზე მეტად ისაა გულდასაწყვეტი, რომ მათი ტოლ-სწორნი არ ჩანან (თუმცა ბევრი კარგი ლათინოამერიკელი მწერლები ვიცით) და როგორც ჩვენ ველოდებოდით (ალბათ ახლაც ველით) ახალი ვაჟას დაბადებას, ალბათ ისე დაელოდებიან ოკეანისგაღმელნიც ახალი გაბრიელ მარკესის - იგივე “გაბოს” (როგორც მას კოლუმბიაში ეძახდნენ) დაბადებას.
გაბრიელ მარკესი ფეხბურთის მოყვარული კაცი იყო, მაგრამ თავისებურად. თუკი სხვა მისი თანამემამულეები ცხოვრების უმეტეს ნაწილს სტადიონზე სიმღერასა და გულმხურვალე ქომაგობაში ატარებენ, გაბრიელი ფეხბურთს ძირითადად ტელევიზორში უყურებდა (ამბობდა, ცუდი მხედველობის გამო სტადიონზე ფეხბურთელების გარჩევა მიჭირს და სტადიონზე თეატრის გამო სიარულს აზრი არ აქვსო) სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სიბერე შეეპარა და საერთოდ იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, მაგრამ ისტორიას დარჩა მარკესის ერთ-ერთი ჩემის აზრით შესანიშნავი ინტერვიუ სადაც უკვდავი მწერალი აი ასეთ აზრს აყალიბებს:
”მე ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს ვგულშემატკივრობ – კოლუმბიას და
რას ნიშნავს იცხოვრო და მოკვდე კოლუმბიაში – ამ უცნაურ და მრავალმხრივ ქვეყანაში, სადაც საოცრად დიდ თავისუფლებას სიღარიბე, კლანური მმართველობა, სუსტი ეკონომიკა და არეული პოლიტიკური ვითარება ახლავს თან. აღარაფერს ვამბობთ იმ საშინელ ნარკო-ომებზე, რომელიც კოლუმბიაში ლამის ყოველდღიურად მიმდინარეობს და ნარკოტიკის დამზადების კუთხით ეს ქვეყანა კვლავ მოწინავეა მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიის მთავრობა ყოველწლიურად უამრავ ნარკოტიკის პლანტაციას ანადგურებს და ამაში მას სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან. რომ არა ფეხბურთი და ფეხბურთით სუნთქვა, რაიმე ხალისი და აზრი ექნებოდა კოლუმბიელთა ყოფას?...
როგორც უკვე ვთქვით, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარკესი სახლიდან იშვიათად გადიოდა და ფეხბურთზე ლაპარაკის ილაჯიც ნაკლებად ჰქონდა. ამიტომ, ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით მისი მოლოდინები ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალთან დაკავშირებით. თუმცა აქვე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ კოლუმბიის ნაკრების ქომაგთა იმედები
ვინც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ლათინოამერიკის ზონის მატჩებს უყურეთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად (მარკესიც ხომ სწორედ ამ ორ გუნდს ქომაგობდა) კოლუმბიის ნაკრები უდავოდ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთს აჩვენებდა. დღევანდელი ფორმაციის კოლუმბიის ნაკრებს ისეთი კარგი შემსრულებლები დაურბის, რომ სხვაგვარად არც უნდა ყოფილიყო. კოლუმბიის ნაკრებისგან ბრაზილიის მუნდიალზე ყველა რაღაც განსაკუთრებულის ჩვენებას ველით და ყველას გვაქვს იმედი, რომ ამ გუნდს თავისი ძველი სახელი და დიდება დაუბრუნდება. კოლუმბიელებმა მსოფლიო ფეხბურთს თავისი კვალი ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დაატყვეს და ეს კვალი ალბათ არასოდეს გაქრება.