ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ინგლისური “ნიუკასლის” მცველი ფაბრიციო კოლოჩინი კლუბს შეიცვლის. The Journal-ის ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ არგენტინელი სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა “სან ლორენსოში” განაგრძოს.
აღსანიშნავია, რომ “სან ლორენსოს” გამოცდილი უკანახაზელის გადაბირება ზამთარშიც სურდა, მაგრამ გარიგება არ შედგა. სადღეისოდ, უკვე გადაწყვეტილია, რომ კოლოჩინი “კაჭკაჭებს” დატოვებს და სავარაუდოდ, არგენტინულ კლუბთან მოლაპარაკებაც მალე დაიწყება.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კოლოჩინიმ 19 მატჩი ჩაატარა.