ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა, რომელსაც შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მათი ქვეყნის უპირველესი გუნდის ჩაბარებას სთავაზობდა, უარით გაისტუმრა.
Neue Zürcher Zeitung-ის ცნობით, 52 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა, ავსტრიელებთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა და ის ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება, თუკი ავსტრიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
კოლერმა აღიარა, რომ შვეიცარიელები მას დაუკავშირდნენ და თანამდებობიდან მიმავალი ოტმარ ჰიტცფელდის პოსტის დაკავება შესთავაზეს, მაგრამ ის ამ შემოთავაზებით არ დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ კოლერი ავსტრიის ნაკრებს 2011 წლიდან ავარჯიშებს და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილი დარჩა.