“მანჩესტერ სიტის” მცველი ალექსანდრ კოლაროვი ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის იმედს არ კარგავს. მისი თქმით, “ქალაქელთა” მთავარი მიზანი სწორედ ესაა.
“ბრენდან როჯერი და ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ სიტის” შანსებს სათანადოდ არ აფასებენ. ისინი ბევრს საუბრობენ და ცდილობენ, ამ გზით ჩვენზე ზეგავლენა მოახდინონ. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ახლა ხურდება. თითოეული მატჩის მოგება უმნიშვნელოვანესია.
ზეწოლას შეჩვეულნი ვართ, რადგან ამას პირველივე ტურიდან ვგრძნობთ. “სიტის” ჩემპიონობა სურს. ესაა ჩვენი მიზანი”, - განუცხადა კოლაროვმა ბრიტანულ მედიას.