მადრიდის "ატლეტიკოს" მცველმა ხუანფრანმა და შემტევმა ნახევარმცველმა კოკემ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონ ხუანფრანს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ხოლო კოკეს - 2018 წლამდე. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ორივე ფეხბურთელი "ატლეტიკოში" საკვანძო ფიგურაა და ხელმძღვანელობა ესპანელების გაყიდვას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის შემტევ ნახევარმცველზე დიდ ინტერესს "ბარსელონა" იჩენს, თუმცა განახლებული კონტრაქტის შედეგად, მადრიდელებმა კატალონიელებს იმედი გადაუწურეს.
გიორგი ბალახაძე