ფეხბურთი

14:42 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობის “ჰერტა” გალიდერდა

ბერლინის “ჰერტამ” შინ, თავის “ოლიმპიაშტადიონზე” “კაიზერსლაუტერნი” 1:0 დაამარცხა და მეორე ბუნდესლიგის ცხრილს სათავეში მოექცა. ლევან კობიაშვილი მინდორზე ბრაზილიელი რონის ნაცვლად შევიდა და ბოლო 11 წუთი ითამაშა. შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის შემდეგ ეს კობის მეორე მატჩი იყო “ჰერტას” შემადგენლობაში (პირველი მან თანაქალქელ “უნიონთან” (2:2) ჩაატარა და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა). ერთ-ერთ ლიდერ “კაიზერსლაუტერნთან” კი, საკმაოდ დაძბული მატჩი ყოფილა. 33 წუთზე სტუმარი ალექსანდერ ბაუმიოჰანი გააძევეს და ამის შემდეგ ბერლინელებს სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს, 68-ე წუთზე თავი პრეერ კლუგემ გამოიჩინა.
ახლა “ჰერტამ” 23 თამაშში 52 ქულა მოაგროვა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორეზე 51 ქულით ბრაუნშვაიგის “აინტრახტია”, მესამეზე – “კაიზერსლაუტერნი”

0.119246