თამაშგარე

18:03 | 6.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

კობის “დიდ ქალაქში სექსისკენ“ გაურბის თვალი

ნბა-ს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე კობი ბრაიანტზე ყოველდღიურად ავრცელებენ უამრავ სიახლეს (არა მარტო საკალათბურთოს) და ამაში არაფერია გასაკვირი - კობი ბევრად უფრო საინტერესო პიროვნებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მას არც საუბარი უჭირს და საკმაოდ ჩამოყალიბებულადაც განმარტავს თავის მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხზე.
ჰოდა, ერთ-ერთი ამგვარი, მორიგი განმარტებისას, კობის “წამოცდენია“, რომ თურმე, საყოველთაოდ ცნობილი სერიალისკენ - “სექსი დიდ ქალაქში“ - მასაც გაურბის თვალი.
თითქოსდა, რა მოხდა მერე? კობის მეუღლის შემხედვარე, რა გასაკვირია, დიდ კალათბურთელს სექსი მოუნდეს, გინდა დიდ და გინდ პატარა ქალაქში? მაგრამ პრესა რის პრესაა, სასწაულები რომ არ დაწეროს - აქაოდა, სად ნბა-ს ხუთგზის ჩემპიონი და სად “სექსი დიდ ქალაქშიო“?! იქვე, ისიც დაუმატეს - საკმაოდ უცნაური ყოფილა კობის გემოვნებაო (?!)...
არადა, ამ პატიოსანმა კაცმა უბრალოდ ახსნა, თუ რამ დააკავშირა ის და ვანესა ბრაიანტი ერთმანეთს და რამ შეუწყო ხელი მათ დაახლოებას; თუ რატომ გახდა ვანესა ქალი, რომლისგანაც შესანიშნავი შვილები ჰყავს (აქვე, ნათქვამი იყო, რატომ ჩაერთო ბრაიანტი წინასაარჩევნო კამპანიაში და რომ ადრე საერთოდ არ იყვნენ ის და მისი ცოლი პოლიტიკით დაინტერესებულები; არ ანაღვლებდათ, თუ რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში).
ცოლ-ქმრის ინტერესი სულ სხვა ასპარეზისკენ იყო მიმართული: “არცერთი ჩვენგანი პოლიტიკურად აქტიურ ოჯახში არ დავბადებულვართ და გავზრდილვართ, ამიტომ, ჩვენგან ყოველთვის შორს იყო ასეთი საკითხები და უფრო, დანარჩენი სამყაროთი ვინტერესდებოდით. ჩემთვის ეს გარეშე სამყარო ESPN იყო, ვანესასთვის კი, ტელეშოუ “სექსი დიდ ქალაქში“. სხვათა შორის, ამ სერიალს მეუღლესთან ერთად მეც ვუყურებდი და უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ ჩამითრია“.
მოკლედ, წამოცდა ბოლოში ორი სიტყვა და... რამდენი სიტყვა მოჰყვა ამ ამბავს, ზემოთ უკვე მოგახსენეთ...
 

0.259669