ინტერვიუები

11:15 | 14.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილს სტუმრად კარგი თამაშის ეიმედება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ჰერტას” ნახევარმცველმა ლევან  კობიაშვილმა, გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში “შტუტგარტთან” (0:1) საშინაო  მარცხის შემდეგ, ორი დღე დიუსელდორფში ოჯახთან ერთად გაატარა და ბერლინში მოგვიანებით დაბრუნდა. მცირე დასვენების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა, გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრიდჰელმ ფუნკელის მეთვალყურეობის ქვეშ ორშაბათ საღამოს ივარჯიშა და morgenpost-საც გაესაუბრა.
- დასვენების დღეებში, “შალკეში” ძველ თანაგუნდელებთან ტელეფონით ხომ არ გისაუბრიათ?
- ოჯახთან ერთად ვიყავი და ტელეფონი დიდწილად გამორთული მქონდა. თუმცა, თქვენი კითხვის მიზანი მესმის.
- ის ფაქტი, რომ “ჰანოვერმა” “შალკეს” (4:2) მოუგო, “ჰერტას” ნამდვილად არ წაადგება...
- ეს, სიმართლეა. განვლილ ტურში, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდებიდან ქულები ყველამ დაკარგა “ჰანოვერის” გარდა. ამას ნამდვილად არ ველოდი. გასაკვირია, ისეთი ძლიერი დაცვითი ხაზის მქონე გუნდმა, როგორიც “შალკეა”, ოთხი გოლი როგორ გაუშვა. თუმცა, ძალიან იშვიათად, შეცდომებს მანუელ ნოიერიც (“შალკეს” მეკარე - რედ.) უშვებს.
- მე-16 ადგილამდე, რომელიც გუნდს ფლეი-ოფში მოხვედრის შანსს აძლევს, ხუთი ქულა გაშორებთ. ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი გაქვთ?
- მხოლოდ ოთხი თამაში დაგვრჩა და არც თუ კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ორი საშინაო გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, 3-4 ადგილით წინ ვყოფილიყავით და ამოცანასაც გავიადვილებდით. ახლა, ფრანკფურტში უნდა გავიმარჯვოთ, რაც ადვილი არაა. თუმცა, ბოლო პერიოდში სტუმრად კარგად ვთამაშობდით და ვიგებდით კიდეც. თუ არის შესაძლებლობა, იქნებ, ბოლო ოთხი თამაშიც სტუმრად ჩაგვეტარებინა (იცინის).

მოამზადა ლაშა თაბაგარმა 

0.125517