ფეხბურთი

2:28 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის "ჰერტამ" „მუსიკოსებთან“ იმარჯვა

გერმანიის ბუნდესლიგის მე–16 ტურის გახსნით მატჩში, ლევან კობიაშვილის „ჰერტამ“ ბრემენის „ვერდერს“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა. სასიხარულოა, რომ ვეტერანმა ქართველმა მოედანზე დასკვნითი 10 წუთი გაატარა და „მუსიკოსთა“ დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მატჩის პირველი ტაიმი ძალზე უხვგოლიანი გამოდგა. 32–ე წუთისთვის, ანგარიში უკვე 2:2 იყო და ცხადი გახდა, რომ „ოლიმპიაშტადიონის“ ტაბლოზე ეს ციფრები დიდ ხანს არ გაჩერდებოდა. მე–2 ტაიმის დებიუტში, ბერლინელთა ბრაზილიელმა მცველმა ებერსონ ფურტადო რონიმ საგოლედ დაჰკრა და როგორც შემდეგ გაირკვა, „ჰერტას“ 3 ქულა მოუტანა – 3:2.

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“.

ჰერტა – ვერდერი 3:2 (2:2)

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ბრუქსი (ნიმაიერი 37), რონი, ნჟენგი, ჰოსოგაი, შელბრედი (კობიაშვილი 81), ლუსტენბერგერი, შულცი, ჯიგერჯი, რამოსი (ვაგნერი 76).

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

ვერდერი: ვოლფი, ლუკიმია–მულონგოტი, სელასი, კალდიროლა, გარსია, მაკიადი (ეკიჩი 71), ჰანტი, ელია, ბარგფრედე, პეტერსენი, დი სანტო.

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლი: 0:1 პეტერსენი (15), 1:1 რამოსი (18), 2:1 რამოსი (26), 2:2 ჰანტი (32), 3:2 რონი (49)

გაფრთხილება: ჯიგერჯი (66) – სელასი (17), გარსია (51)

კარში დარტყმა: 12 (7) – 9 (7) ჯარიმა: 15 - 21 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 5 – 4

0.113959