შაბათს, გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში, სტუმრად “აუგსბურგთან” მატჩში ბერლინის “ჰერტას” მცველის ლევან კობიაშვილის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ბერლინელთა მთავარმა მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ “კიკერთან” საუბარში განაცხადა, რომ კობიაშვილს არ უვარჯიშია, რადგან კოჭი აწუხებს. მისი თქმით, “აუგსბურგთან” შეხვედრაში ქართველის მოედანზე გასვლა საეჭვოა.
შეგახსენებთ, რომ განვლილ ტურში ლევერკუზენის “ბაიერთან” კობიაშვილმა ბუნდესლიგური კარიერის 350-ე თამაში ჩაატარა.