საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ბერლინშია და ადგილობრივი “ჰერტას” მიერ მესამე ლიგის “ჰემნიცთან” ჩატარებულ მატჩს დაესწრო. ამის შესახებ “ჰერტას” ოფიციალურ ვებგვერდი იუწყება.
გასულ სეზონში, 36 წლის კობიაშვილმა კარიერა “ჰერტაში” დაასრულა. ამჟამად, ის გერმანიაში სამენეჯერო სკოლაში სწავლობს და მიმდინარე წლის დეკემბერში დიპლომის ასაღებად საბოლოო გამოცდა უნდა ჩააბაროს.
ქართველმა ფეხბურთელმა “ჰერტა”- “ჰემნიცის” სპარინგს თვალი “ჰერტა II” მწვრთნელ ანტე ჩოვიჩთან და ბერლინელთა ყოფილ ფეხბურთელ მიხაილ ჰარტმანთან ერთად ადევნა.