თამაშგარე

14:28 | 19.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

კობი ბრაიანტმა განქორწინება გადაიფიქრა

რამდენიმე თვის წინ, “ლეიკერსის” 33 წლის კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ ოჯახური ცხოვრება პროფესიულ განვითარებაში ხელს უშლის და განქორწინება გადაწყვიტა.
სპორტსმენს ფსიქოლოგიური განტვირთვა სურდა, თუმცა მოვლენები კობის სურვილისამებრ არ განვითარდა. კალიფორნიული კანონით, განქორწინება განაცხადის შეტანიდან ნახევარი წლის შემდეგ ხდება. სხვათა შორის, ამ კანონმა ოჯახის დანგრევისგან მრავალი წყვილი იხსნა, მათ შორის კობი და ვანესა ბრაიანტებიც.
კანონმორჩილ ბრაიანტს ფიქრისთვის დიდი დრო ჰქონდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ მუზის შეცვლა არ ღირდა. აქვე გეტყვით, რომ განქორწინების შემთხვევაში, 29 წლის ვანესა 75 მილიონ დოლარს მიიღებდა.
 

0.153919