ფეხბურთი

12:05 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოატესი სერიოზულად დაშავდა

ინგლისის “ლივერპული” დიდი ხნის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობის ერთ-ერთი მცველის გარეშე დარჩა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ურუგვაელ სებასტიან კოატესს უახლოეს პერიოდში ოპერაციის გაკეთება მოუწევს. მან მუხლი ურუგვაის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ამხანაგური მატჩის მსვლელობისას დაიშავა და დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე არაფერი გამოვა.

ვარაუდობდნენ, რომ 22 წლის ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ იქნებოდა, თუმცა, სრულფასოვანმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ სებასტიანს ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაწყვეტილი. ცხადია, რომ ამის გამო კოატესს რამდენიმე თვე გაუცდება.

 

0.118922