მსოფლიოს რეიტინგის მერვე ნომერმა, 22 წლის ჩეხმა პეტრა კვიტოვამ დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში პოლონელ აგნეშკა რადვანსკას 6:2, 6:4 მოუგო და ფინალში გასასვლელად კლასიფიკაციის ექსლიდერ, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის შეხვდება.
დასავლეთსლავთა დაპირისპირება საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც კვიტოვამ 5 ბრეიკი და 3 ეისი განახორციელა. კვიტოვასა და რადვანსკას ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 4:1 გახდა პეტრას სასარგებლოდ.
„აგნეშკას დამარცხება ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, საკმარისზე მეტი შეცდომა რომ დავუშვი, მაინც კმაყოფილი ვარ. ისე, შეტევა მიყვარს და ასეთი სტილით თამაშისას შეცდომები გარდაუვალია“, - განაცხადა ნამატჩევს კვიტოვამ.