თამაშგარე

18:56 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოზეს ცოლმა იტალიელი კულინარები დააინტერესა

კოხტად შებერებული გერმანელი ფეხბურთელის, მიროსლავ კლოზეს ცოლი, სილვია კლოზე, შესაძლებელი კულინარიული შოუს წამყვანი გახდეს. სილვიას თანამშრომლობა ერთ-ერთმა იტალიურმა გასართობმა არხმა შესთავაზა და სილვია პასუხს უახლოეს მომავალში იტყვის.

ყველას კარგად მოგეხსენებათ იტალიელების განსაკუთრებული სიყვარული სამზარეულოსადმი. იტალიელები არამხოლოდ საკუთარ კულინარიას სცემენ პატივს, არამედ მუდმივად ინტერესდებიან სხვა ქვეყნების სამზარეულოთი და გერმანელი მეგოლის ცოლის კულინარიით დაინტერესებაც ალბათ სწორედ ამან განაპირობა.

როგორც გაირკვა, პოლონური ფესვების მქონე გერმანელი ფეხბურთელის ცოლი, თურმე საკმაოდ კარგი მზარეული ყოფილა და სილვია მეუღლეს ნაირნაირი გემრიელობებით მუდმივად ანებივრებს. ეს მაშინ, როდესაც ბევრი ცნობილი ფეხბურთელის ცოლი საწოლს იქით არაფრის აზრზე არაა...

 

0.154222