რომის "ლაციოს" თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ, გერმანიის ეროვნული ნაკრებში კარიერა დაასრულა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ბუნდესნაკრებთან ერთად, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა.
"მსოფლიო თასის მოგებით ოცნება ამისრულდა. ეროვნულ ნაკრებში დიდებული დრო გავატარე და ბევრი სასიამოვნო მომენტითაც დავტკბი." _ განაცხადა კლოზემ.
მე-20 მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მუნდიალებზე მე-16 გოლი ბრაზილიის წინააღმდეგ გაიტანა და ბრაზილიელისვე - რონალდოს რეკორდი (15 გოლი) გააუმჯობესა.
მიროსლავ კლოზემ მსოფლიო ჩემპიონატამდე, სომხეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში სანაკრებო 69-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარული ფეხბურთელის გერდ მიულერის რეკორდიც გააუმჯობესა და ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე სანაკრებო გოლები 71-მდე გაზარდა.
პოლონური წარმოშობის ფეხბურთელს გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2001 წელს, ალბანეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა. იმ მატჩში კლოზემ თავის რეკორდებს ჩაუყარა საფუძველი და 87-ე წუთზე მისმა დარტყმულმა ბუნდესნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2006 და 2010 წლების მუნდიალზე კი ბრინჯაოს მედალი დააჭაშნიკა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე კვლავ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ევრო-2012-ზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზე საფეხბურთო კარიერას 2015 წელს დაასრულებს.
გიორგი ბალახაძე