რომის “ლაციოს” ვეტერანი ფორვარდი მიროსლავ კლოზე კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. 35 წლის გერმანელი დარწმუნებულია, რომ კიდევ ძალუძს რამდენიმე სეზონის ჩატარება.
“ვგრძნობ, რომ კიდევ შემიძლია ერთი ან ორი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივიღებ. ეს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. “ლაციოსთან” კონტრაქტს ვადა ივნისში ეწურება. ამის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრები, შემდეგ კი, ახალ კონტრაქტზეც ვიფიქრებ”, - განუცხადა თავდამსხმელმა Football Italia-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლოზე გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებას გეგმავს.