მიროსლავ კლოზემ დაადასტურა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობას დაიწყებს. მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა მასწავლებელიც აირჩია – “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა:
“აუცილებლად გავხდები მწვრთნელი. გვარდიოლასთან სტაჟირების გავლა ნამდვილად ბედის საჩუქარია”, – ამბობს კლოზე.
36 წლის კლოზე გაისად მაისში დაასრულებს ფეხბურთელის კარიერას და მწვრთნელობის დაწყებასაც იმ დროიდან აპირებს.