“დორტმუნდის” მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს კვლავ სჯერა, რომ გუნდის ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონშიც მის გუნდში ითამაშებს.
ცოტა ხნის წინათ, ლევანდოვსკის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” განაგრძობდა, მაგრამ “დორტმუნდის” დამრიგებელი სხვაგვარად ფიქრობს.
“დღესდღეობით, “ბაიერნისგან” ოფიციალური შემოთავაზება არ მიგვიღია. კვლავ მივიჩნევ, რომ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონშიც ჩვენთან იქნება. უახლოეს დღეებში დავრწმუნდებით, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Bild-ი.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის “დორტმუნდთან” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.