იურგენ კლოპის დაპირებისამებრ, „დორტმუნდმა“ „შტუტგარტი“ დაამარცხა და ამით, მიუნხენის „ბაიერნის“ გაჩემპიონება ცოტა ხნით გადადო. თავის მხრივ, „რეკორდმაისტერმა“ „ჰამბურგს“ უმასპინძლა და მისგან ქვა–ქვაზე არ დატოვა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში ვერცხლის სინი დამსახურებულად ეკუთვნის.
მოქმედმა ჩემპიონმა დორტმუნდელებმა ბრუნო ლაბადიას „შტუტგარტთან“ ჩაატარეს გასვლითი მატჩი და 3 ქულა არცთუ იოლად მოიპოვეს. 26–ე წუთზე, კლოპის შეგირდები ლუკაშ პიშჩეკმა დააწინაურა, რომელმაც მარკო როისის ჩაწოდების შემდეგ ბურთს კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
მეორე ტაიმში, წონასწორობა ალექსანდრუ მაქსიმმა აღადგინა – რუმინელმა მარჯვენა ფრთიდან შორეულ კუთხეში დაურტყა მეკარეს და თავის გუნდს ქულის გადარჩენის იმედი დაუბრუნა. მატჩს დასრულებამდე 10 წუთით ადრე, პიშჩეკი ასისტენტობით გამოირჩა და თანაგუნდელ რობერტ ლევანდოვსკის ფაქტობრივად დაუცველ კარში გაატანინა – 1:2.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ბაიერნმა“ „ჰამბურგს“ ძალზე ადვილად მოუგო და თავის გულშემატკივრებს კიდევ ერთი სანახაობრივი მატჩი აჩუქა. მიუნხენელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ შერდან შაქირის გოლით, რამდენიმე წუთში კი, ბასტიან შვაინშტაიგერმა თავურით აიღო სტუმართა კარი და 3 ქულის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტა.
ამის შემდეგ, ვეტერანი კლაუდიო პისაროს ჯერი დადგა, რომელმაც პოკერი შეასრულა სამწვრთნელო შტაბს დაუმტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ ძალუძს. ცხადია, ასეთ უხვგოლიან მატჩს არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გოლების გარეშეც არ ჩაუვლია, „ჰამბურგმა“ კი, მხოლოდ ორი ბურთი გაქვითა და 9:2 წააგო.
დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა გელზენკირხენის „შალკემაც“, რომლის მეტოქეც „ჰოფენჰაიმი“ გახლდათ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მარკო ჰიოგერმა ანგარიში გახსნა, რასაც მალევე მოჰყვა რაფაელის გოლიც. ზინსჰაიმელებს ფრის იმედიც გადაეწურათ, მაგრამ „შალკე“ არ დანებებულა და მატჩის მიწურულს, ტეემუ პუკის წყალობით ანგარიში 3:0 გახადა.
ბრემენის „ვერდერი“ მაინცში ჩავიდა და ადგილობრივ კლუბთან დაპირისპირებაში ქულას დასჯერდა. მაინცელებმა სტუმართა მცველების უხეში შეცდომით მატჩის პირველსავე წამებზე ისარგებლეს და ადამ სალაის გოლით წინ გავიდნენ. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც ვერ მოახერხეს – მარკო არნაუტოვიჩის პასს აარონ ჰანტი გამოეხმაურა და „ვერდერი“ მარცხისგან იხსნა – 1:1.
შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 55000
შტუტგარტი – დორტმუნდი 1:2 (0:1)
შტუტგარტი: ულრაიხი, რიუდგიგერი, ნიდერმაიერი, ფელიპე, საკაი, ბოკა (მაკედა 89), გენტნერი, მაქსიმი (რეკერი 73), ტრაორე, ჰარნიკი, იბიშევიჩი.
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, შმელცერი (პიშჩეკი 24), სანტანა, სუბოტიჩი, გროსკროიცი, შაჰინი, ბენდერი, გიოტცე (შიბერი 83), გუნდოგანი (ლაიტნერი 60), როისი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 0:1 პიშჩეკი (28), 1:1 მაქსიმი (64), 1:2 ლევანდოვსკი (82)
გაფრთხილებები: ჰარნიკი (23), ნიდერმაიერი (33), ბოკა (81) – გიოტცე, გროსკროიცი (19)
გაძევება: ნიდერმაიერი (70)
კარში დარტყმა: 8 (5) – 12 (6) ჯარიმა: 16 - 15 კუთხური: 3 - 8 თამაშგარე: 5 - 6 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 1 – 3
დიუსელდორფი. „ესპრიტ არენა“. 54000
ფორტუნა – ლევერკუზენი 1:4 (1:1)
ფორტუნა: გიფერი, ლატკა, მალეზასი, ვან დენ ბერგი, ბალოგუნი (ლეველსი 46), ტეშე, ბელინგჰაუზენი (შაჰინი 72), ლამბერცი (ილსე 79), ბოლი, რაიზინგერი, კრუსი.
მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი
ლევერკუზენი: ლენო, ბენიში, შვაბი, ვოლშაიდი, კარვახალი, რაინარცი, კასტრო (როლფესი 73), სემი (ჰეგელერი 65), ბენდერი, კისლინგი, შიურლე.
მწვრთნელი: სამი ჰიპია
გოლები: 0:1 კისლინგი (22პ.), 1:1 შვაბი (41), 1:2 შიურლე (62), 1:3 შიურლე (84), 1:4 კისლინგი (88)
გაფრთხილებები: კასტრო (20), რაინარცი (38) – ბალოგუნი (21), ლამბერცი (39), მალეზასი (82)
კარში დარტყმა: 10 (2) – 11 (5) ჯარიმა: 12 - 20 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 1 – 2
მაინცი. „კოფას არენა“. 32000
მაინცი – ვერდერი 1:1 (1:0)
მაინცი: ვეტკლო, ნოვესკი, სვენსონი, პოსპეხი, ბელი, სოტო, ზიმლინგი (კირჰგოფი 62), ივანშიცი (მალი 73), ბაუმჰარტლინგერი, მიულერი (პარკერი 85), სალაი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
ვერდერი: მილიცი, პაპასტატოპულოსი, ლუკიმია–მულონგოტი, სელასი, ჰანტი, ეკიჩი, ბარგფრედე (არნაუტოვიჩი 62), იგნიოვსკი, დე ბრეინე, ტრიბული, პეტერსენი.
მწვრთნელი: ტომას შააფი
გოლები: 1:0 სალაი (1), 1:1 ჰანტი (69)
გაფრთხილებები: ზიმლინგი (29), პოსპეხი (41), პარკერი (90) – დე ბრეინე (77), ტრიბული (90)
კარში დარტყმა: 6 (5) – 14 (6) ჯარიმა: 15 - 16 კუთხური: 4 - 9 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 7 – 6
ფრაიბურგი. „მაგე სოლარი“. 24000
ფრაიბურგი – გლადბახი 2:0 (0:0)
ფრაიბურგი: ბაუმანი, სორგი, დიანე, კრმაში (ფლიუმი 79), მუიჯა (სანტინი 86), შუსტერი, გინტერი, შმიდი, კალიჯური, როზენტალი (ტერაცინო 61), კრუსე.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი, დომინგესი, ნორდტვეიტი, ვენდტი (ჯიგერჯი 71), იანტშკე, დამსი, მარქსი, იუნესი (მლაპა 68), ჰერმანი, დე იონგი (ჰანკე 71).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლები: 1:0 კრუსე (69), 2:0 კრუსე (90)
გაფრთხილებები: კალიჯური (40) – დამსი (27), შტრანცლი (42)
კარში დარტყმა: 6 (4) – 4 (3) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 9 - 2 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 2 – 2
აუგსბურგი. „სგლ არენა“. 30000
აუგსბურგი – ჰანოვერი 0:2 (0:0)
აუგსბურგი: ამსიფი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტშოლეკი, ბაიერი, ფოგტი (მორავეკი 71), ჰანი, მიოლდერსი, ერლი (ჩოი 72), დონ–ვონი (მუსონა 83).
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
ჰანოვერი: ცილერი, ჯურუ, შაჰედი, პანდერი (პოკონიოლი 71), შულცი, ჰოფმანი, რაუში, შმიდებახი, ია კონანი, აბდელაუიე (პოკონიოლი 71), შლაუდრაფი (ჰაგი 89).
მწვრთნელი: მირკო სლომკა
გოლები: 0:1 რაუში (61), 0:2 რაუში (90)
გაფრთხილებები: ჯურუ (51), ია კონანი (53), ცილერი (75), ჰოფმანი (84)
კარში დარტყმა: 9 (4) – 10 (5) ჯარიმა: 7 - 7 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 6 – 4
გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 60000
შალკე – ჰოფენჰაიმი 3:0 (0:0)
შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი, ბასტოსი (რაფაელი 63), ნოიშტედტერი, ჰიოგერი, დრაქსლერი (ბარნეტა 83), ფარფანი, მარიკა (პუკი 74).
მწვრთნელი: იენს კელერი
ჰოფენჰაიმი: გომესი, ბეკი, ჯონსონი (სალიჰოვიჩი 74), აბრაჰამი, ვესტერგორი, ოქსი, ვაისი, ვილიამსი (შიპლოკი 83), ფირმინო, ხოსელუ, ფოლანდი.
მწვრთნელი: მარკო კურცი
გოლები: 1:0 ჰიოგერი (71), 2:0 რაფაელი (79), 3:0 პუკი (83)
გაფრთხილებები: ნოიშტედტერი (60) – ვესტერგორი (29), ფირმინო (69)
კარში დარტყმა: 12 (6) – 3 (1) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 3 - ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 1 – 3
მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000
ბაიერნი – ჰამბურგი 9:2 (5:0)
ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, ლამი (რაფინია 61), დანტე, ხავი მარტინესი, კროოსი, შვაინშტაიგერი, გუსტავი, შაქირი (რიბერი 65), რობენი (მიულერი 64), პისარო.
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, ბრუმა, დიკმაიერი, აოგო, რინკონი (რაიკოვიჩი 57), შელბრედი, ვან დერ ვარტი, ბადელი (კაჩარი 81), ჰიუნ–მინი (არსლანი 57), რუდნევი.
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
გოლები: 1:0 შაქირი (5), 2:0 შვაინშტაიგერი (19), 3:0 პისარო (30), 4:0 რობენი (34), 5:0 პისარო (45), 6:0 პისარო (53), 7:0 რობენი (54), 8:0 პისარო (68), 8:1 ბრუმა (75), 9:1 რიბერი (76), 9:2 ვესტერმანი (86)
კარში დარტყმა: 17 (11) – 9 (8) ჯარიმა: 7 - 15 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 6 – 5
ბომბარდირები: ლევანდოვსკი (დორტმუნდი) – 20, კისლინგი (ლევერკუზენი) – 18, მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, სალაი (მაინცი) – 13, მაიერი (აინტრახტი), მიულერი (ბაიერნი) – 12.