ფეხბურთი

12:19 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “ქუდს ვიხდი “ბაიერნის” წინაშე”

მიუნხენის “ბაიერნს” გერმანიის ჩემპიონის ტიტულის ვადაზე ადრე განაღდება ერთ ერთმა პირველმა დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიულოცა. სპეციალისტის აზრით, ბავარიულმა კლუბმა წარმატებას პირველ ყოვლისა, მებრძოლი სულის გამოვლენით მიაღწია.

“შთამბეჭდავი შედეგია. ქუდს ვიხდი “ბაიერნის” წინაშე. ამ გუნდმა გამარჯვება სტაბილურად კარგი თამაშისა და სამაგალითო შემართების ხარჯზე მოიპოვა” – ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგის 27-ე ტურში ბერლინში “ჰერტა” 3:1 დაამარცხა და ოქროს მედალი 7 ტურით ადრე გაინაღდა.

0.117447