ფეხბურთი

22:14 | 3.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ჰაინკესს ბოდიშს უხდის

“დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ბოდიშს იხდის იმ ფრაზის გამო, რომელიც მან მიუნხენის “ბაიერნის” მისამართით გამოთქვა.

ცოტა ხნის წინათ, კლოპმა განაცხადა, რომ მიუნხენის “ბაიერნი” სხვა გუნდებს უყურებს, ხოლო შემდეგ, დიდი ფულითა და სხვა ფეხბურთელებით, იგივე თამაშს თამაშობს. მიხვდა რა, რომ ეს ფრაზა იუპ ჰაინკესის შეურაცხმყოფელი გამოდგა, კლოპმა კოლეგისთვის ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა.
“ყველაზე ნაკლებად ჩემი ცნობილი კოლეგის კრიტიკა მინდა. იუპ ჰაინკესი შესანიშნავი მწვრთნელია. თუ ამის აუცილებლობა არსებობს, ბოდიშს დიდი სიამოვნებით მოვიხდი. იუპ, მაპატიე!” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal-ი.
0.12507