"დორტმუნდის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ გრანდის რანგში დაბრუნებას დრო სჭირდება. აღნიშნა, რომ გუნდიდან ბოლო წლებში ბევრი ფეხბურთელი წავიდა, ბევრიც დაშავებულია და ეს პრობლემებს უქმნის.
"უპირველესად, ჩირო იმობილეზე ვიტყვი, რომ ის თვითნაბადი ბიომბარდირია. გოლმა, რომელიც მან იტალია-ჰოლანდიის შეხვედრაში გაიტანა, ეს დაამტკიცა. ახალწვეულებზე ხშირად მეკითხებიან, მე კი ბევრის თქმა არ შემიძლია, რადგან მათ რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეს გუნდთან ერთად. იმავე იმობილეს, ადაპტაცია სჭირდება, რათა ბოლომდე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, 3 წლის შემდეგ "დორტმუნდი" ისევ გრანდთა შორის იქნება და ჩვენ დავინახავთ, თუ რამხელა სამუშაო შესრულდა. მარკო როისი, შინჯი კაგავა და იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დაშავებულნი არიან, რაც იდეალური მდგომარეობიდან შორს გვამყოფებს. თუმცა, სხვა გზა არაა _ მოცემული შემადგენლობით უნდა მივაღწიოთ წარმატებებს".
ილია კახელიშვილი