“ლოს ანჟელეს კლიპერსმა” პლეი ოფის პირველ მატჩში დასანანი მარცხის შემდეგ, შესაბამისი დასკვნები გამოიტანა და მე-2 საშინაო შეხვედრაში “გოლდენ სტეიტ უორიორსი” 40 ქულის სხვაობით (!) – 138:98 დაამარცხა, რითაც პლეი ოფებისთვის შედეგიანობის პირადი რეკორდი დამყარა.
მატჩის გმირი ბლეიკ გრიფინი გახდა, რომელმაც წინა მატჩი პერსონალური ფოლების გამო ვადაზე ადრე დაასრულა, ახლა კი, ისე ფრთხილობდა, ნახევარი საათის განმავლობაში ერთხელაც არ დაჯარიმებულა. კალიფორნიელებმა 56.6%-იანი სიზუსტით ესროლეს, გრიფინმა კი პლეი ოფებში მისთვის ყველაზე ბევრი – 35 ქულა ჩააგდო.
“კლიპერსი” უკვე დიდი შესვენებისთვის 26 ქულის სხვაობით იგებდა, რამაც მასპინძლებს სათადარიგო კალათბურთელების დატვირთვის საშუალება მისცა. დოკ რივერსმა თამაშში ყველასგან დავიწყებული თურქი ვეტერანი ჰედო თურქოღლუც კი ჩართო და მისგან ერთბაშად 13 ქულას გამორჩა.
ახლა, სერია ორეგონის შტატში გადადის, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოედნის უპირატესობა უკვე “უორიორსის” მხარესაა, წყვილის ფავორიტად მაინც “კლიპერსი” უნდა მივიჩნიოთ. გოლდენ სტეიტელებს მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა ხომ მიადგათ და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდი კვლავაც ძირითადი ცენტრის – ენდრიუ ბოგუტის გარეშე ირჯება.
ანგარიში გათანაბრდა “
თავად განსაჯეთ. საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე მაიკ კონლიმ 2 საჯარიმო ჩააგდო და სტუმრები 5 ქულით დააწინაურა. თითქოს ხსნა არსაიდან სჩანდა, მაგრამ ოკლაჰომელებს მშველელად ისევ დიურანტი მოევლინა. მან მარკ გასოლის ფოლიდან მაქსიმუმი გამოსწურა, სამქულიანიც ჩააგდო და ზედ ბონუს-საჯარიმოც მიაყოლა.
ცხადია, “სანდერი” მემფისელთა საპასუხო შეტევისას მსწრაფლ დაჯარიმდა და ამჯერად, კონლის 1 ტყორცნა გაუცუდდა. ამგვარად, “
ოვერტაიმში გადამწყვეტი სერჟ იბაკას შეცდომა გახდა. სირენამდე 20 წამით ადრე მან გარბენი გააკეთა და ამ შემთხვევაში, დიურანტმა მორიგი სასაწულის მოხდენა ვერ შესძლო. სამაგიეროდ, საამაყოდ აქვს საქმე “გრიზლისს”, რომელიც მეტოქეს მოხსნებში არ ჩამორჩა, 30 შედეგიანი პასი განახორციელა, 53 წუთში მხოლოდ 9 შეცდომა დაუშვა და გადამწყვეტ ხუთწუთეულში, მიუხედავად “გავარდნილი” მარკ გასოლის არყოფნისა, მასპინძლებს არაფერი დაუთმო.
შედეგად, კევინ დიურანტის მორიგი ჩინებული თამაში ოკლაჰომელებს არაფერში წაადგათ. ამჯერად, კევინმა 36 ქულა ჩააგდო და ლიგის ისტორიაში ლებრონ ჯეიმსის და დირკ ნოვიცკის შემდეგ, მხოლოდ მე-3 კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეი ოფში “მსუყე” ორმაგი დუბლი (36 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა და ამასთან, 5 სამქულიანიც ჩააგდო.
კლიპერსი – გოლდენ სტეიტი 138:98 (31:20, 36:21, 38:32, 33:25)
კლიპერსი: გრიფინი (35 ქ. 6 მ.), გრეინჯერი (15 ქ.), ბარნსი (13 ქ.), თურქოღლუ (13 ქ.), პოლი (12 ქ. 6 მ. 10 პ. 5 ჩ.), კოლისონი (12 ქ.), ჯორდანი (11 ქ. 9 მ.), კროუფორდი (9 ქ.), რედიკი (9 ქ.), დევისი (4 ქ.), დადლი (3 ქ.), გრინი (2 ქ.).
გოლდენ სტეიტი: კარი (24 ქ. 8 პ.), კროუფორდი (11 ქ.), გრინი (11 ქ.), ლი (11 ქ.), ბარნსი (9 ქ. 6 მ.), სპეიტსი (8 ქ. 6 მ.), ტომპსონი (7 ქ.), ბლეიკი (5 ქ.), ო’ნილი (4 ქ.), იგუდალა (4 ქ.), არმსტრონგი (4 ქ.).
სერიაში ანგარიშია 1:1
მემფისი: რენდოლფი (25 ქ. 6 მ.), კონლი (19 ქ. 7 მ. 12 პ.), გასოლი (16 ქ. 7 მ. 7 პ.), ლი (16 ქ.), უდრიჰი (14 ქ.), მილერი (9 ქ. 6 მ.), ალენი (8 ქ. 8 მ.), დევისი (2 ქ. 6 მ.), პრინსი (2 ქ.).
სერიაში ანგარიშია 1:1