ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა მუნდიალისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
გერმანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებიდან ყველაზე დიდი მოულოდნელობა ლენდონ დონოვანის ნაკრების მიღმა დატოვება აღმოჩნდა.
32 წლის ფეხბურთელისთვის ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მეოთხე იქნებოდა.
საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება.
მეკარეები: ბრედ გუზანი ("ასტონვილა"), ტიმ ჰოვარდი ("ევერტონი"), ნიკ რიმანდო ("რეალ სოლტ ლეიკი").
მცველები: დამარკუს ბისლეი ("პუებლა"), მეტ ბესლერი ("სპორტინგ კანზას სიტი"), ჯონ ბრუქსი ("ჰერტა"), ჯეოფ კამერონი ("სტოკი"), ტიმ ჩანდლერი ("ნიურნბერგი"), ომარ გონსალესი ("ლოს ანჯელეს გელექსი"), ფაბიან ჯონსონი ("მიუნხენგლადბახი"), დიანდრე იედლინი ("სიეტლ საუნდერსი").
ნახევარმცველები: კილი ბეკერმანი ("რეალ სოლტ ლეიკი"), ალეხანდრო ბედოია ("ნანტი"), მაიკლ ბრედლი ("ტორონტო"), ბრედ დევისი ("ჰიუსტონი"), მიქს დისკერუნდი ("რუსენბორგი"), ჯულიან გრინი (მიუნხენის "ბაიერნი"), ჯერმეინ ჯონსი ("ბეშიქთაში"), გრაჰამ ზუსი ("სპორტინგ კანზას სიტი")
თავდამსხმელები: ჟოზე ალტიდორი ("სანდერლენდი"), კლინტ დემპსი ("სიეტლ საუნდერსი"), არონ იუჰანსონი ("ალკმაარი"), კრის ვონდოვოლსკი ("სან ხოსე ერტლვეიქსი")
გიორგი ბალახაძე