ამერიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლინსმანმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ამერიკული პრესის ინფორმაციით, კლინსმანის არჩევანი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ბრედ გუზანი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), ტიმ ჰოვარდი (“ევერტონი”, ინგლისი), ნიკ რიმანდო (“რეალ სოლტ ლეიკი”).
მცველები: დემარკუს ბისლი (“პუებლა”, მექსიკა), მეტ ბესლერი (“სპორტინგ კანზს სიტი”), ჯონ ბრუქსი (“ჰერტა”, გერმანია), ჯეოფ კამერონი (“სტოკ სიტი”, ინგლისი), ტიმ ჩანდლერი (“ნიურნბერგი”, გერმანია), ბრედ ევანსი (“სიეტლ სოუნდერსი”), ომარ გონსალესი (“ლოს ანჯელეს გელექსი”), კლარენს გუდსონი (“სან ხოსე ერტლვეიქსი”), ფაბიან ჯონსონი (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), მაიკლ პარკხერსტი (“კოლამბუს ქრიუ”), დიანდრე იედლინი (“სიეტლ საუნდერსი”).
ნახევარმცველები: კილი ბეკერმანი (“რეალ სოლტ ლეიკი”), ალეხანდრო ბედოია (“ნანტი”, საფრანგეთი), მაიკლ ბრედლი (“ტორონტო”, კანადა), ჯოე კორონა (“ტიხუანა”, მექსიკა), ბრედ დევისი (“ჰიუსტონ დინამო”), მიქს დისკერუნდი (“რუსენბორგი”, ნორვეგია), მორის ედუ (“ფილადელფია უნიონი”), ჯულიან გრინი (“ბაიერნი”, გერმანია), ჯერმეინ ჯონსი (“ბეშიქთაში”, თურქეთი), გრემ ზუსი (“სპორტინგ კანზას სიტი”).
თავდამსხმელები: ჟოზე ალტიდორი (“სანდერლენდი”, ინგლისი), ტერენს ბოიდი (“რაპიდი”, ავსტრია), კლინტ დემპსი (“სიეტლ საუნდერსი”), ლენდონ დონოვანი (“ლოს ანჯელეს გელექსი”), არონ იუჰანსონი (“ალკმაარი”, ჰოლანდია), კრის ვონდოვოლსკი (“სან ხოსე ერტლვეიქსი”).