ამერიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ოთხი წლით გაახანგრძლივა და იქ 2018 წლამდე დარჩება.
ფიფას ოფიციალური საიტის ცნობით, 49 წლის გერმანელი სპეციალისტი ეროვნული გუნდის გაწვრთნასთან ერთად, ამერიკის ყველა ასაკობრივი ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს შეითავსებს.
“მოხარული ვარ, რომ გავაგრძელებ იმ სამუშაოს, რომელიც ორწელიწადნახევარზე მეტი ხნის წინ დავიწყე” - განაცხადა “ბაიერნის” ყოფილმა დამრიგებელმა.
კლინსმანმა აშშ-ს ეროვნული ნაკრები ბრაზილიაში 2014 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა, მოაგებინა კონკაკაფის “ოქროს თასი”. მისი ხელმძღვანელობით, ამერიკის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში გერმანია 4:3 დაამარცხა.