ფეხბურთი

19:42 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლიმიაშვილმა “სკონტოში” ითამაშა

ირაკლი კლიმიაშვილმა ლატვიურ საფეხბურთო კლუბ რიგის “სკონტოს” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩების გამო, ჩემპიონატში არსებული შესვენება, თამაზ პერტიას გაწვრთნილმა გუნდმა ლიტვის კლაიპედის “ატლანტასთან” ამხანაგური თამაშით შეავსო.

სპარინგი 1:1 დასრულდა, ხოლო კლიმიაშვილი და ლაშა დვალი რიგელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. მათ მოედანი მე-60 წუთზე დატოვეს, როდესაც თამაშში “სკონტოს” სხვა თერთმეტეული ჩაერთო. შეცვლაზე შესულთა შორის იყვნენ ლადო დათუნაშვილი და ლევან ჭაჭიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კლიმიაშვილმა გასული სეზონის პირველ წრეში გორის “დილაში” ითამაშა, ხოლო მეორეში – ბოლნისის “სიონში”.


0.141227