სხვა

17:49 | 24.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლიჩკომ და პულევმა ჰონორარი გაიყვეს

 

სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ (უკრაინა) და სამიდან ერთ-ერთი ვერსიის, IBF-ის ჩემპიონობისთვის ფინალური ორთაბრძოლის მონაწილე კუბრატ პულევმა (ბულგარეთი) დაწესებული ჰონორარი გაიყვეს.

ამის შესახებ განცხადება ძმები კლიჩკოების პრომოუტერმა ორგანიზაცია K2-მა გააკეთა.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს აღნიშნული ორთაბრძოლა, ფინალური ორთაბრძოლისთვის დაწესებული საერთო ჰონორარიდან კლიჩკო 5,8, ხოლო პულევი 1,45 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

კლიჩკოსა და პულევის ფინალური ორთაბრძოლა 2014 წლის 6 სექტემბერს ჩატარდება, რომელსაც ქალაქი ჰამბურგი (გერმანია) უმასპინძლებს.

0.113231