ინტერვიუები

10:30 | 19.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

კლაუს აუგენტალერი: “რთულია “ვოლფსბურგის” წარუმატებლობის ახსნა”

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფს ორი გერმანული კლუბი შემორჩა. კლაუს აუგენტალერი, რომელმაც მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში, ჩემპიონთა თასის ფინალში ორჯერ, 1982 და 1987 წლებში (ბავარიელებმა ჯერ ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” წააგეს, შემდეგ “პორტოსთან”-რედ) ითამაშა, ბუნდესლიგის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში სწორედ უმაღლეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე საუბრობს.
- ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ორი გერმანული კლუბი გავიდა. ელოდით მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას?
- გათამაშების დაწყებამდე “ბაიერნს” ყველა თავისი ჯგუფის ფავორიტად თვლიდა. რაც შეეხება “შტუტგარტს”, მას შედარებით იოლი მეტოქეები შეხვდა, მაგრამ როდესაც შიდა ასპარეზზე ყოველდღიურ პრობელემებთან გიწევს ბრძოლა, მაინც ძნელია ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა.
- ჯგუფიდან გასვლამდე “ვოლფსბურგს” მცირედი დააკლდა. რას გვეტყვით ჩემპიონის ტურნირიდან გამოთიშვის შესახებ?
- “ვოლფსბურგმა” ასპარეზობა ცუდად დაიწყო. რთულია, მათი წარუმატებლობის ახსნა. არ შეიძლება გათვლა გააკეთო იმაზე, რომ საკუთარ მოედანზე ბოლო ტურში დაამარცხებ “მანჩესტერ იუნაიტედს”, მიუხედავად იმისა, რომ ეს კლუბი უმოტივაციოდ იმყოფება.
- 1/8 ფინალში გასულმა ორივე გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რის გამოც ფლეი-ოფში წამგებიან სიტუაციაში იმყოფებიან. რას ფიქრობთ ამ წესზე?
- კარგია, რომ არსებობს გუნდების განთესვის სისტემა. ჩემს დროს ასეთი რამ არ იყო. ახალი წესების შემოღების შემდეგ, ტურნირის ფავორიტებს ასპარეზობის გაგრძელების მეტი შანსი აქვთ.

მიშა ზაქარეიშვილი

0.12301