ჭიდაობა

0:40 | 27.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

კლასიკური წერტილი საჩინომ დასვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ერთადერთი მედლის მოპოვება შეძლო. კვარცხლბეკზე ვლადიმერ ადეიშვილის გუნდის ერთ-ერთი გამოცდილი წევრი საჩინო დავითაია (66 კგ) ავიდა. ჩემპიონობამდე მას გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება დააკლდა.

ფინალში დავითაიამ რუს მაგომედ ჩუხალოვთან წააგო. იქამდე კი, 4 მეტოქე ჩამოიცილა: შვედეთის სახელით მოჭიდავე ფრუნზე ჰარუთინიანი, თურქი დოგან გოკტაში, რუმინელი რაზვან მოტოი და ფრანგი დიეგო ჟუსო.
26 ივნისს ჩემპიონ-პრიზიორები 55, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. თორნიკე ტოტიკაშვილმა (55 კგ) ევროპირველობაზე მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა. რუმინელ ოვიდიუ ატანასოეს კი გასცდა, მაგრამ ბულგარელ ნიკოლაი ვიჩევთან ვეღარას გახდა და ძირითად ბადეში გამოსვლა დაასრულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინალს ვერც ბულგარელმა უწია, ტოტიკაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა.
დავით ჩაკვეტაძე (84 კგ) ბულგარელი სტანისლავ კანევის, ხორვატი სტეპან ლავრიჩისა და ფრანგი სამბა დიონგის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში უკრაინელ ჟან ბელენიუკთან ვეღარას გახდა, მერე კი რეპეშაჟის ფინალში თურქ ასლან ატემთან წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.
მძიმეწონოსანმა სერგო გოგისვანიძემაც მომავალ ჩემპიონთან მარცხით დაასრულა ოქრო-ვერცხლზე ფიქრი. რუს ვასილი პარშინთან წაგების შემდეგ დამამშვიდებელ ეტაპსაც ნაადრევად დაემშვიდობა, რადგან ვერც უნგრელი ბალინტ ლამის წინააღმდეგობა ვერ დაძლია.
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობა 4 მედლით ჩაამთავრა. დავითაიას მსგავსად, კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ნიკა ცეცხლაძე (50 კგ) ავიდა, ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ) და სანდრო დიხამინჯიამ (96 კგ) კი მესამე ადგილები დაიკავეს.
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები
ზრენიანინი (სერბეთი)
25 ივნისი
50 კგ
1 ვილაიატ გაჰრამანლი (აზერბაიჯანი)
2 ნიკა ცეცხლაძე (საქართველო)
3 ტოლგაჰან კარატაში (თურქეთი)
3 დენიზ მენეკსე (გერმანია)
 
60 კგ
1 ასკერ ორშოკდუგოვი (რუსეთი)
2 როვშან ტაგიევი (აზერბაიჯანი)
3 ემრე ასლანი (თურქეთი)
3 მატე კრაჟნაი (უნგრეთი)
 
74 კგ
1 ისლამ ჩარაევი (რუსეთი)
2 ისმაილ კოჩასლანი (თურქეთი)
3 ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)
3 კაზბეკ კილოუ (ბელარუსი)
 
96 კგ
1 გიორგი რიზმაიერი (უნგრეთი)
2 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
3 სანდრო დიხამინჯია (საქართველო)
3 მეტეჰან ბასარი (თურქეთი)
 
26 ივნისი
55 კგ
1 ელდანიზ აზიზი (აზერბაიჯანი)
2 ანდრეი პიკუზა (ბელარუსი) 
3 ნიკოლაი ვიჩევი (ბულგარეთი)
3 ნარეკ ხაჩატრიანი (სომხეთი)
 
66 კგ
1 მაგომედ ჩუხალოვი (რუსეთი)
2 საჩინო დავითაია (საქართველო)
3 დოგან გოკტაში (თურქეთი)
3 რასულ ჩუნაიევი (აზერბაიჯანი)
 
84 კგ
1 ჟან ბელენიუკი (უკრაინა)
2 რამსინ აზიზსირი (გერმანია)
3 ასლან ატემი (თურქეთი)
3 მოვსარ დოგუჩიევი (რუსეთი)
 
120 კგ
1 ვასილი პარშინი (რუსეთი)
2 ბაირამ ნიგარი (თურქეთი)
3 იგორ დიდუკი (უკრაინა)
3 ბალინტ ლამი (უნგრეთი)
 
0.124133