ფეხბურთი

16:47 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კივუმ “ინტერთან” კონტრაქტი გაწყვიტა

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მილანის “ინტერმა” და მცველმა კრისტიან კივუმ კონტრაქტი გაწყვიტეს. ამის შესახებ ნერაძურის ოფიციალური საიტი იუწყება.

“შავ-ლურჯი მაისურით გატარებული წლებისთვის, “ინტერი” კივუსა და მის ოჯახს მადლობას უხდის”, - ნათქვამია მილანელთა ოფიციალურ განცხადებაში.

ტრავმის გამო, კივუმ მიმდინარე სეზონში ვერცერთი მატჩი ჩაატარა. 33 წლის რუმინელს “ინტერთან” კონტრაქტი 2014 წლის ივნისში ეწურებოდა, მაგრამ მცველმა დარჩენილი ჯამაგირის აღება იუარა. რამდენადაც ცნობილია, კივუ საფეხბურთო კარიერის დასრულებას გეგმავს.

 

0.124608