თამაშგარე

11:16 | 20.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

კინომანი მარეკ ჰამშიკი

იტალიური “ნაპოლის” სლოვაკი ფეხბურთელი, მარეკ ჰამშიკი დიდი კინომანი ყოფილა. თურმე ბოლო 15 წელია, მარეკი არც ერთი ახალი ფილმის კინოპრემიერას არ აცდენს და ამერიკელი თუ ევროპელი მსახიობების შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამას ფეხბურთელისაგან მოველით.
კინომატოგრაფიისადმი მარეკის განსაკუთრებული სიყვარული შემთხვევითი სულაც არაა. ფეხბურთელის ბაბუა, ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ყოფილა და როდესაც ფეხბურთელი პატარა იყო, სლოვაკეთში ფილმების გადაღების პროცესს არაერთხელ დასწრებია. ჰამშიკის ბაბუა ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა, კინოს სიყვარული კი მარეკს დღემდე არ განელებია.
”ძალიან ძნელია გითხრათ, რომელი მსახიობი და რომელი ფილმი მიყვარს ყველაზე მეტად. არადა, ხშირად სწორედ ამ კითხვას მისვამენ ხოლმე. მე მინახავს დიდი მსახიობების მიერ ცუდად ნათამაშები როლები და ფილმები, რომლებიც ხალხს მოსწონს, მაგრამ მე ვერ ვიტან. მაგრამ, თუკი მაინც დავკონკრეტდებით, ყველა დროის საუკეთესო მსახიობი ალბათ მაინც ჩარლი ჩაპლინი იყო. ის გამომსახველობითი ფორმები, რაც ჩაპლინმა დაამკვიდრა, დღემდე ცოცხლობს. აქამდე ვერავინ შეძლო დიდი ჩაპლინის გზის სრულყოფილად გაგრძელება” – ამბობს კინომანი ჰამშიკი.
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.137825