ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რობი კინმა აშშ-ს “ლოს ანჯელეს გელექსისთან” კონტრაქტი რამდენიმე წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ MLS ლიგის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
33 წლის კინი “ლოს ანჯელეს გელექსიში” 2011 წლიდან გამოდის და 79 მატჩში 47 გოლი გაიტანა. ის ირლანდიის ნაკრებში 1998 წლიდან თამაშობს და 131 მატჩში 62 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით, კინი ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, ირლანდია საქართველო ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.