კიმ კარდაშიანი ცნობილ მდიდართაგან ალბათ უკანასკნელია პლანეტაზე, ვინც საკუთარი შვილისთვის უფასოდ ცდილობს ნივთების შეძენას. ერთ-ერთმა წამყვანმა ბუტიკმაც არ დააყოვნა და ვარსკვლავს დახმარების ხელი გაუწოდა.
ჰოლივუდის ცნობილმა ბუტიკმა “ბელ-ბამბინიმ“ კარდაშიანის მომავალი შვილის უზრუნველყოფა ითავა და დეტალები პრესასთანაც გაამხილა. ბუტიკმა შოკში ჩააგდო კარდაშიანი თავისი საჩუქრით – 1000–დოლარიანი ვაუჩერით.
ბუტიკის წარმომადგენელი პრესას უცხადებს, რომ მზადაა, ვაუჩერის დეპოზიტის ამოწურვის შემდეგ კიდევ მოემსახუროს ვარსკვლავს, თან ისევ უფასოდ. ცნობილია, რომ სწორედ “ბელ-ბამბინი“ ამარაგებდა თავის დროზე კორტნი კარდაშიანსაც. ბუტიკი კიმს უამრავ საჩუქარს ჰპირდება მომავალი შვილისთვის.
ასეა - ცნობილი ადამიანის ბავშვები მუქთად საცხოვრებლად იბადებიან და ჰოლივუდში დაბადებიდანვე ფულის მკეთებლები ხდებიან.