ცნობილი ამერიკელი კალათბურთელის, კრის ჰემფრისის არანაკლებ ცნობილი ყოფილი ცოლი, კიმ კარდაშიანი, ფულის შოვნის ამბებში ისე კარგადაა გაწაფული, რომ ნებისმიერ გამოცდილ ბიზნესმენს გააოცებს. ახლახან, სომხური წარმოშობის ლამაზმანმა, საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის გაყიდვით გადაწყვიტა “ხელის მოთბობა” და დაახლოებით ნახევარი მილიონის მოგება პირველ ორ კვირაში უკვე მიიღო.
როგორც იცით, კარდაშიანს კრის ჰემფრისი პირველ რიგში სწორედ იმიტომ დაშორდა, რომ კალათბურთელმა ვერ აიტანა ცოლის “ვერცხლისმოყვარეობა.” როგორი საქმეა? კიმ კარდაშიანმა ხომ ფული საკუთარი ქორწილის ფოტოების გაყიდვითაც კი იშოვა, რამაც ჰემფრისს მაშინ ძალიან მოუშალა ნერვები.
სამაგიეროდ, კარდაშიანის მომხვეჭელ ბუნებას მშვენივრად ეწყობა მისი ახალი სატრფო, ამერიკელი რეპერი, კენი უესტი, რომელსაც კიმის მსგავსად უკვე აქვს თავისი შესამოსელის ბიზნესი და კარგ ფულსაც შოულობს. კენი უესტი და კიმ კარდაშიანი დაახლოებით სამი თვეა, რაც ერთმანეთს ხვდებიან და “ფერი-ფერსაო” სწორედ მათზეა ნათქვამი...