მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ კალათბურთელ კრის ჰემფრისს სომხური წარმოშობის ცნობილ მოდელსა და ტელეწამყვან კიმ კარდაშიანთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა ვერ აეწყო, კარდაშიანი ყოფილ ქმარს მაინც არ ეშვება და სადაც კი შანსი მიეცემა, სულ კრისზე საუბრობს.
როგორც ჰემფრისი ამბობს, იგი ფრიად ბედნიერი იქნება, თუკი ნაცოლარი ოდესმე მაინც დაანებებს თავს და მის არსებობასაც კი დაივიწყებს. მაგრამ, კარდაშიანის თავიდან მოშორება, როგორც ჩანს, არც ისე ადვილი საქმეა. როგორც იცით, წყვილის დაშორების მიზეზი პირველ რიგში ის გახდა, რომ მოდელი ქმარს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და სულ თავისი საქმეებით იყო დაკავებული.
აშკარაა, რომ კრის ჰემფრისი კარდაშიანისაგან თავის საბოლოოდ დაღწევაზე სულ ტყუილად ოცნებობს. ამასწინათ კიმ კარდაშიანმა, იგივე “ბუნჩულა კარდიმ”, ჟურნალისტი დაიქირავა, რომელსაც მისი და ამერიკელი კალათბურთელის მცირეხნიანი თანაცხოვრების წიგნში აღწერა დაევალა. წიგნი სავარაუდოდ სკანდალური გამოვა და კიმი გვარიან ფულსაც იშოვის. იცის ამ ქალმა ფულის შოვნა და რას ერჩით...