ფეხბურთი

14:15 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კილასონიამ თურქეთში წამსვლელები დაასახელა

 

რუსთავის “მეტალურგის” მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ იმ ფეხბურთელების ვინაობა განსაზღვრა, რომლებსაც თურქეთში შეკრებაზე წაიყვანს.  რუსთაველთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მან არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:

გრიგოლ ბედიაშვილი, კონსტანტინე სეფიაშვილი, შალვა ექვთიმიშვილი, დავით საჯაია, თედო კაკულია, მიხეილ მახვილაძე, ვარლამ კილასონია, დაჩი ცნობილაძე, გიორგი ქავთარაძე, მერაბ გიგაური, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი სეთურიძე, ირაკლი გოგინაშვილი, ივანე ხაბელაშვილი, გიორგი ჩირგაძე, ბესიკ ჩიმაკაძე, მამუკა ტორონჯაძე, აკაკი კაკაშვილი, გიორგი კილასონია, დათო ლომაია, დენის დობროვოლსკი, არჩილ ტვილდიანი.

“მეტალურგი” თურქეთში 1 თებერვალს გაემგზავრება და 12 დღის განმავლობაში დარჩება. რუსთაველები შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ. ისინი 6 თებერვალს თურქმენეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 9 თებერვალს რუმინეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “ტირგუ მურეშს”. დანარჩენი ორი მეტოქის ვინაობა დგინდება.

0.112327