სხვა

14:58 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიკბოქსიორების ოქრო და ბრინჯაო საერთაშორისო ტურნირებიდან

11 ივნისს, სამინისტროში საქართველოს ტაიბოქსის და კიკბოქსინგის ფედერაციამ პრესკონფერენცია გამართა და ორი საერთაშორისო ტურნირის შედეგები შეაჯამა. ჟურნალისტების შეკითხვებს ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა ჯავახიამ და სპორტსმენებმა უპასუხეს.

ფედერაციამ ორ დიდ ღონისძიებაში მიიღო  მონაწილება. ტაილანდურ კრივში და კიკბოქსინგში მაისის შუა რიცხვებში მალაიზიის კუნძულ ლანგკავში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ტაილანდურ კრივში ახალგაზრდებში, სადაც 80 -მდე ქვეყანის წარმომადგენელი ასპარეზობდა.

საქართველოდან ტურნირში ორი სპორტსმენი – მსოფლიო პრიზიორები ახალგაზრდებში, გიორგი ბეღელაძე (51 კგ.) და ცოტნე სულთანიშვილი (60 კგ.) მონაწილეობდნენ. გიორგი ბეღელაძემ კარგად იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა. ორი ბრძოლა მოიგო და ნახევარფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ომარ მოჰდისთან დამარცხდა. სულთანიშვილმა ერთი ბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალში თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან.

1 ივნისს კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართა დიდი საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში K-1 ის წესებით უფროსებში. სადაც 50-ზე ქვეყნის სპორცმენი მონაწილეობდა. საქართველოდან ორი სპორტსმენი იყო წარმოდგენილი. მსოფლიოს ჩემპიონები ზურაბ ბესიაშვილი (91 კგ.) და შალვა ავთანდილაშვილი (75 კგ.).

ზურაბ ბესიაშვილმა ტრადიციულად კარგად იასპარეზა,  ფინალამდე: მექსიკელი, კანადელი და ამერიკელი სპორტსმენები დაამარცხა, ფინალში კი მძიმე ბრძოლა ჰქონდა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, ევროპის ჩემპიონ ჩეხეთის წარმომადგენელთან პეტერ კარესთან. დამატებით ექსტრა რაუნდში ბესიაშვილმა გაიმარჯვა და ტურნირის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. შალვა ავთანდილაშვიმა  მოუგო ვენესუელის წარმომადგენელს და მეოთხედფინალში  ტრამვის გამო დათმო ბრძოლა ამერიკელ სპორტსმენთან, რომელიც ტურნირის ერთ ერთი საუკეთესო სპორტსმენი იყო და ჩემპიონიც გახდა.

სპორტის და ახალგაზრდიბის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.127467