ფეხბურთი

18:20 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კიევომ” სანინო დაითხოვა

სერია A-ს მე-12 ტურის შემდეგ, იტალიაში მწვრთნელი ორმა გუნდმა დაითხოვა. დელიოს როსის შემდეგ, უმუშევარი “კიევოს” აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი ჯუზეპე სანინო დარჩა.

გასულ უქმეებზე, ცუდ მდგომარეობაში მყოფი “მილანი” ვერონას ეწვია და ბოლო ადგილზე მყოფ “კიევოსთან” უგოლო ფრე ითამაშა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “როსონერის” ხელმძღვანელობისთვის ვერონაში დაკარგული ქულები ბოლო წვეთი იყო და ალეგრის დათხოვნა ემუქრებოდა, მაგრამ 46 წლის სპეციალისტი გადარჩა, რასაც მისი მეტოქის მთავარ მწვრთნელზე ვერ ვიტყვით. როგორც ჩანს, “მილანს” ახლა ისეთი დრო უდგას, რომ ამ გუნდთან ქულების დაკარგვა წარუმატებლობად შეიძლება “კიევოსთვისაც” კი ჩაითვალოს. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან ვერონული კლუბის ხელმძღვანელები.

0.113145