უკრაინის ყველაზე ტიტულიანი საფეხბურთო კლუბის, კიევის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად სერგეი რებროვი დანიშნეს.
40 წლის სპეციალისტმა, რომელსაც ფეხბურთელობისას “დინამოში” არაერთი სეზონი გაუტარებია, კიეველებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. უკრაინული პრესის ინფორამციით, რებროვი წელიწადში 600000-დან 700000 დოლარამდე მიიღებს.
რებროვი “დინამოს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად განვლილი სეზონის მეორე ნახევარში, კლუბიდან ოლეგ ბლოხინის დათხოვნის შემდეგ დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით კიეველებმა უკრაინის თასი მოიგეს, დაამარცხეს რა ფინალში დონეცკის “შახტარი”.