ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი აცხადებს, რომ “ვერონასთან” გამართულ შეხვედრაში მიღებული ტრავმა სერიოზული არაა.
“ჩემი წვივის მდგომარეობა გაუმჯობესდა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და შევეცდები რაც შეიძლება მალე დავბრუნდე, რადგან უახლოეს მომავალში ბევრი მატჩის გამართვა გვიწევს.” – აცხადებს კიელინი, რომელმაც ტრავმის გამო სერია A-ს გასულ ტურში, “კიევოსთან” გამართულ შეხვედრაში (3:1) ვერ ითამაშა.