ფეხბურთი

22:17 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი მთავარ კონკურენტებად “ნაპოლისა” და “მილანს” მიიჩნევს

ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი ჯორჯო კიელინი სერია A-ს მოახლოებულ სეზონზე საუბრობს და მისი გუნდის კონკურენტებს აფასებს.

“ვფიქრობ, “ნაპოლისა” და “მილანს”, სხვა გუნდებთან შედარებით, მეტი პოტენციალი აქვთ. ეს მიუხედავად “ფიორენტინას” მიერ განხორციელებული ტრანსფერებისა.

რაც შეეხება “ინტერს”, ამ გუნდმა, გასულ სეზონში, მე-9 ადგილი დაიკავა და მილანელები სიტუაციის გამოსწორებას შეეცდებიან, რადგან მათ წარმატება სწყურიათ.”

0.121459